22 ივლისი, 2015

კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

1koteთბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობის კოტე თოლორდავას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ცნობილია. მისმა მეუღლემ განო მელითაურმა კოტეს მშობლიურ თეატრში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და შეკრებილ ჟურნალისტებს მოსკოვიდან გამოგზავნილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. დოკუმენტი ოჯახმა 3 თვის შემდეგ მიიღო, რადგან სწორედ ეს დრო სჭირდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას.

ექსპერტიზის მიხედვით, კოტე თოლორდავა მოსკოვში მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა. სასამართლო ექსპერტიზაში, ასევე წერია, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში არცერთი ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოჩნდა.

სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი მოიკარდიუმის ინფარქტია, რამაც გამოიწვია გულის მწვავე უკმარისობა. გულის წინა კედლის მარცხენა პარკუჭის მწვავე ტრანსმულარული მიოკარდიუმის ინფარქტი (ნეკროზის სტადია). გულის კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი. ინფრაქტისშემდგომი კარდიოსკლეროზის მრავლობითი და ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი კერები. ჰიპერტონია. გულის ჰიპერტოფია, შიდა ორგანოებში მკვეთრად გამოხატული მწვავე არტერიული სისხლჭარბობა. ფილტვების და ტვინის შეშუპება. მუცლის ღრუს მიდამოში აორტის მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზი. თავის ტვინის არტერიის ათეროსკლეროზი. თირკმელების და ღვიძლი პარენქიმური დისტროფია. სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულზე არ დაფიქსირებულა მექანიკური ან სხვა ტიპის დაზიანებები, ჭრილობები, ნაკაწრები და ნაჟღენთები. სხეულზე ასევე არ დაფიქსირებულა მოტეხილობების ან დაჟეჟილობების კვალი. გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული შინაგანი ორგანოების, სისხლის და შარდის გაზოქრომატოგრაფიული გამოკვლევის შედეგად არ აღმოჩენილა ეთილის, მეთილის და პროპილენის ფორები. გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული შინაგანი ორგანოების, სისხლის და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა ბარბიტურატები და ამ ჯგუფის სხვა ელემენტები. მეტადონი, მორფინი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები; კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, ჰიდროკოლანი, პაპავერინი, პრომედოლი, ატროპინი, კოკაინი, პაჰიკარპინი, ნიკოტინი, ელენიუმი, ტაზეპამი, სედეუქსენი, ამინაზინი, დიპრაზინი, ტიზერდინი, მაჟენტილა, ტრიფტაზინი, იმიგზინი და მისი ანალოგები.

მსახიობის მეუღლეს იმედი აქვს, რომ დღეიდან მაინც, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ თითქოს კოტე თოლორდავა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, აღარ გავრცელდება და საზოგადოება სიმართლეს გაიგებს.

განო მელითაური:

– ჩემი ოჯახისთვის და, პირველ რიგში, ჩემი შვილებისთვის, უმნიშვნელოვანესია ის, რომ თითოეულმა თქვენგანმა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მედიატორები ჩვენსა და საზოგადოებას შორის, სიმართლე, რეალობა იცოდეთ, რაც აუცილებლად უნდა გაიგოს თოთოეულმა ადამიანმა. კოტე თოლორდავა იყო ჩემი, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების, ვინც მას პატივს სცემდა, მის შემოქმედებას. კოტე თოლორდავა “კაიფში არ გაპარულა” და ის ინფარქტით გარდაიცვალა.

1kote2