19 ივლისი, 2015

გურიაში ივლიტას ბიბლიოთეკა გაიხსნა

1ivlita13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა ჩოხატაურში მის დაბადების დღეზე გაიხსნა.

ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ავრცელებს:

“მას მერე, რაც სტიქიის შემდეგ ივლიტას დაღუპვის ამბავი გავიგე, სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ერთი მხირვ ოჯახის ტკივლის სულ ცოტათი შემსუბუქება და ასევე ივლიტას ხსოვნისთვის რამე სასარგებლო საქმის გაკეთება. გურია ნიუსის ჯგუფის და მოხალისეთა ჯგუფის დახმარებით ეს პატარა სასწაული გავაკეთეთ – ორიგინალური ბიბლიოთეკა ჩოხატაურში – ორიათასზე მეტი ახალი წიგნი, კომპიუტერები, პროექტორი, ეკრანი. მალე აქ ბიბლიოთეკის გარდა ახალგაზრდული ცენტრი იქნება – შეხვედრების და აზრთა გაცვლა გამოცვლის ადგილი. გილოცავთ!”