7 ივლისი, 2015

გიორგი მიქაძე უფასო კონცერტს გამართავს

1giorgi-mikadzeნიუ-იორკში მოღვაწე წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე უფასო კონცერტს გამართავს. ხელოვანის ინიციატივით 13 ივნისის სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა მოხალისისათვის მოეწყობა საღამო კონცერტი „გიორგი მიქაძე და მეგობრები მოხალისეებისათვის.“

10 ივლისს კონსტანტინე გამსახურდიას სკვერში (გეგეშიძის ბაღი) გიორგი დაუკრავს ლევან ჩიჩუა TL-თან, გიორგი მელიქიშვილთან, კახა ჯაგაშვილთან და ლევან დესიაძესთან ერთად.

კონცერტის ორგანიზატორია კომპანია “არტპალასი”.

– გელოდებით ყველას! ერთად გავატაროთ ზაფხულის სასიამოვნო საღამო ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რათა არ დავკარგოთ თანადგომის ის მუხტი და სტიმული, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა, – ნათქვამია კონცერტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.