30 ივლისი, 2015

განო მელითაურმა დუმილი დაარღვია

1ganos-interviuმსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა გასულ კვირას მოსკოვიდან ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნა მიიღო. განომ გადაწყვიტა ეს დასკვნა გაესაჯაროვებინა და მთელი საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე.

განომ დუმილი დაარღვია და კოტეს გარდაცვალების შემდეგ პირველი ინტერვიუც ჩაწერა. ეკა ხოფერიას შოუში მან ამ დასკვნაზე დეტალურად ისაუბრა და თავისი გულისტკივილიც აღნიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ კოტეს გულის შეტევებთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.

განო მელითაური:

“ეს არის ყველაზე რთული და მოუნელებელი, რასაც თავს ვერ ვაპატიებ. პატარა ნაკაწრიც რომ მქონდა, კოტემ ეს იცოდა. მე კი ეს გამომეპარა. მე მივიღე მისი რეჟისორიგან წერილი, სადაც ის მწერს, რომ კოტეს გულის შეტევა ორჯერ ჰქონდა, რომელსაც რეჟისორი თავად შეესწრო. თუმცა ეს მე არ ვიცოდი. კოტემ დააფიცა მას, თუ განიკოს ეტყვი, დამკარგავო. კოტეს სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა და ამიტომ დამიმალეს… მე მთელი ცხოვრება მექნება იმის განცდა, რომ მას ყურადღება ვერ მივაქციე.”