4 ივლისი, 2015

გაიოზ კანდელაკს ხელოვნების ქურუმს გადასცემენ

1gaiozთბილისის „ბიგ-ბენდის“ დამაარსებელს, ღირსების ორდენის ორგზის კავალერს გაიოზ კანდელაკს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცემა.

საიუბილეო ღონისძიება 4 ივლისს თბილისის ივენთ ჰოლში გაიმართება, სადაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იუბილარს უმაღლეს ჯილდოს მიანიჭებს. ივენთ ჰოლში „ბიგ-ბენდის“ სოლისტები მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, ბორის ბედია, თაკო გაჩეჩილაძე და ზაურ შავგულიძე კონცერტს გამართავენ. შესრულდება უცხოური და ქართული ჰიტები.

გაიოზ კანდელაკი საქართველოში პირველი ჯაზკლუბის დამაარსებელია. სხვადასხვა წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის, მეტეხის თეატრის, “მელოდიის”, ფილარმონიისა და კინომსახიობთა თეატრის დირექტორი. 19 წლის წინ დააარსა თბილისის ბიგ-ბენდი და დღემდე მისი პროდიუსერია. გაიოზ კანდელაკის ძალისხმევით 37 წლის წინ საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-ფესტივალი სწორედ თბილისში გაიმართა.