8 ივლისი, 2015

დრამატურგიული კონკურსის ფინალისტები 1000 ლარით დაჯილდოვდნენ

1dramaturgiuli-konkursiმიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდმა რუსთაველის თეატრის ვიპ დარბაზში მოაწყო პროექტის “პიესა რუსთაველის თეატრისათვის” პირველი ნაწილის დრამატურგიული კონკურსის ფინალი.

კონკურსში მონაწილეობდა 13 ავტორი. წარმოდგენილი იყო 17 პიესა. კონკურსის მხარდამჭერის, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის 1000 ლარიანი პრემიები გადაეცათ გამარჯვებულ ავტორებს ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ლილე შენგელია და ნანუკა სეფაშვილი.

რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით, ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებს 5 ავტორი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დავით ხორბალაძე, ნანუკა სეფაშვილი, ლილე შენგელია და მარიამ მამალაძე.

პიესების ავტორები გაივლიან მასტერკლასებს რობერტ სტურუასთან და მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. საუკეთესო პიესა /ან პიესები/ კი რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგმება.