22 ივლისი, 2015

,,დიოგენე’’ იხურება

1diogeneწიგნის მაღაზია “დიოგენე” 4 წლიანი მუშაობის შემდეგ იხურება. წიგნის მაღაზია თავის ერთგულ მომხმარებელს სპეციალური წერილით მიმართავს, თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და დახურვის მიზეზსაც განმარტავს:

“მეგობრებო, 4 წლისა და 2 თვის მუშაობის შემდეგ წიგნის მაღაზია „დიოგენე“ იხურება. ამის მიზეზი ფინანსური პრობლემებია. მაღაზიის ბოლო სამუშაო დღე 10 აგვისტო იქნება, მანამდე კი, ჩვეულებრივ, გელით ყოველდღე კვირის გარდა, 11-დან 20 საათამდე.

როგორც იცით, ჩვენს მაღაზიაში მოქმედებდა დაგროვების ბარათი. დღეიდან ბარათებზე ქულებს ვეღარ დაგირიცხავთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ დაგროვილი თანხა 10 აგვისტოს ჩათვლით.

წიგნის მაღაზია „დიოგენე“ ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი იყო. ვამაყობთ, რომ საინტერესო სიახლეები შემოვიტანეთ და სხვას მაგალითი მივეცით. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიერთგულა, ყოველთვის გვეხსომება თქვენთან ერთად გატარებული არაჩვეულებრივი საღამოები.”