22 ივლისი, 2015

დავით დოიაშვილი პრემიერას ნიუ იორკის ფესტივალზე გამართავს 

1doiრეჟისორი დავით დოიაშვილი სპექტაკლის პრემიერას ნიუ იორკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამართავს. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ნიუ-იორკში  „Midtown International Theater Festival Ken Davenport’s Theater“-ში წარმოადგენს პრემიერას „ცხოვრება იდიოტისა“.

რიუნოსკე აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა“ ადამიანის მარტოობის, დროისა და ისტორიის მიმართ უძლურების აღსარებაა. მოთხრობა ავტორმა თავის მეგობარს დაუტოვა და სამუდამოდ დაემშვიდობა წარწერით: „ალბათ, არცერთი თვითმკვლელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის იმ მოტივში, რის გამოც თავს იკლავს“.

რიუნოსკე აკუტაგავას ,,ცხოვრება იდიოტისა“ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა 1994 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგა.

დავით დოიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებები ფესტივალზე 22, 23 და 25 ივლისს არის დაგეგმილი.