Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზურიუსი ფინალისტია

13 ივნისი, 2015

1zuriusზურიუსი, იგივე ზურა ბალანჩივაძე ფინალისტია. მომღერალმა, რომელიც ნაწარმოებებს სტვენით ასრულებს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ზურიუსს დღეს ყველა იცნობს და მას მსტვენარს ეძახის. ქართველმა ხელოვანმა რამდენიმე დღეა საპატიო მისიით საქართველო დატოვა. ის მეზობელ აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც აზერბაიჯანული “ნიჭიერის” ნახევარფინალი გაიმართა.

“ბაქოში აზერბაიჯანული “ნიჭიერის” ნახევარფინალის ჩაწერაა. პირდაპირ ეთერში არ გავა. ხმის მიცემა სპეციალურ საიტზე იქნება, სადაც ვიდეოები დაიდება. საქართველოდან მხოლოდ მე ვარ, 90-დან 14 მონაწილეს შორის მოვხვდი, ასე რომ, თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს,” – განაცხადა ზურიუსმა საქართველოდან გამგზავრებამდე.

ჩაწერის შემდეგ კი თავის გულშემატკივრებს საისამოვნო ინფორმაციამ ამცნო – ზურიუსი შოუს ფინალისტებს შორის მოხვდა. მან სპეციალურად აზერბაიჯანული “ნიჭიერისთვის” მუზიკლიდან  “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” ფინალური ნაწყვეტი კვაზიმოდოს Danse mon Esmeralda  შეასრულა:

– მგონი, კარგი გამოსვლა იყო. ჟიურისაც მოეწონა და მაგარი ხარო. ის კი მკითხეს, იმ თოკს რას ექაჩებოდიო და რომ ავუხსენი, კვაზიმოდო ზარებს რეკდა-მეთქი, გასაგებიაო. მოკლედ, ფინალში გადაიყვანეს აზერბაიჯანული “ვორქაუთი”, კიდევ 2 ფინალისტს ინტენეტგამოკითხვა გამოავლენს. როცა ვიდეო დაიდება, გაგიზიარებთ იმ ბმულსაც და თქვენი იმედი მაქვს. ამჯერად მაინც ვქნათ.”