2 ივნისი, 2015

ტიმატი თბილისში ჩამოდის

1timati4 ივნისს ტიმატი თბილისში კონცერტს სპორტის სასახლეში გამართავს. მომღერალი საქართველოს საკონცერტო ტურნეს “მზად ვარ შრომისა და თავდაცვისთვის” ფარგლებში ეწვევა. მასთან ერთად თბილისში ჩამოვა L’One, იგივე ლევან გოროზია.

ტიმატი იგივე ტიმურ იუნუსოვი ჰიპ-ჰოპის რუსი შემსრულებელი და მუსიკალური ლეიბლის Black Star Inc. თანადამფუძნებელია. ის რუსული მუსიკალური პრემიების არაერთგზის გამარჯვებულია. შარშან მან მიიღო საერთაშორისო დონის პრემია World Music Awards (Best Russian Artist, Best R’n’B Artist Of Russia).

L’One-მა (ლევან გოროზია) თავისი კარიერა ჯგუფ Marselle-ში დაიწყო, რომელიც ყველაზე მოთხოვნად ანდეგრაუნდულ რუსულ კოლექტივად არის მიჩნეულია. უკვე სამი წელია რაც მან სოლოკარიერა დაიწყო.

ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის შემდეგ, ლევანმა მასშტაბური საკონცერტო ტური მოაწყო სახელწოდებით “ყველაფერი ან არაფერი”, რომლის ფარგლებშიც კონცერტებით რუსეთის 29 ქალაქს ეწვია.

საკონცერტო ტური “მზად ვარ შრომისა და თავდაცვისთვის” თბილისის გარდა, მოიცავს უფას, ყაზანს, ვორონეჟს, როსტოვს, სარატოვს, კრასნოდარს და სოჭს.

ჰიპ-ჰოპის რუსი მომღერალი თბილისელ მსმენელთან შესახვედრად აქტიურად ემზადება. ის თავის გულშემატკივრებს ბილეთების შეძენისკენ მოუწოდებს:

“იჩქარეთ და იყიდეთ ბილეთები კონცერტზე “ტიმატი და L’One”! – დაწერა მომღერალმა „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე.

კონცერტის ორგანიზატორები ქართული კომპანიები “გლობალ ივენთი” და “ივენთერი” არიან. სპორტის სასახლეში ახალი ალბომის პრეზენტაცია და ცნობილი ჰიტების შესრულებაა დაგეგმილი:

“გრანდიოზული warm up და დაუვიწყარი კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში, 4 ივნისს 21:00 სთ-ზე დაიწყება” – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.