18 ივნისი, 2015

თამთა გოდუაძეს ახალი კლიპი აქვს

1tamtaმომღერალს და “იქს ფაქტორის” ერთ-ერთ მენტორს თამთა გოდუაძეს ახალი კლიპი აქვს. ის თამთას ერთ-ერთ ბოლო სიმღერაზე ”Unloved” შეიქმნა.

სიმღერის ავტორები მსოფლიოში ცნობილი “Yacoub Rami” და Alex P (Alex Papaconstantinou) არიან. Alex P-ს დაწერილი აქვს მსოფლიო ჰიტები ჯენიფერ ლოპესისთვის, ენრიკე ეგლესიასითვის, “Yacoub Rami”-ს კი დაწერილი აქვს სიმღერები ბონ ჯოვისთვის, ბრიტნი სპირსისთვის, ნიკი მინაჟისთვის. ამჯერად ორივე კომპოზიტორმა თამთასთვის ახალი კომპოზიციის შექმნაზე იმუშავა.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა კლიპის გადაღებების ამსახველი 2 წუთიანი ვიდეო, სიმღერა თამთამ ბერძნულ ვოისშიც შეასრულა, გამოცემულია სიმღერის Lyric ვიდეო ვერსიაც, მისი რადიო პრემიერა 19 ივნისს არის დაგეგმილი ერთ-ერთ წამყვან ბერძნულ რადიოში.

რაც შეეხება ახალ ლირიულ კლიპს, მისი ოფიციალური პრემიერა 22 ივნისს არის დანიშნული.