8 ივნისი, 2015

სოფი სააკაშვილი ,,სლავიანსკი ბაზარზე’’ წარგვადგენს

1sofiახალგაზრდა მომღერალი სოფი სააკაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ ”იქს ფაქტორიდან” გაიცნო, წელს საქართველოს ვიტებსკში გამართულ ხელოვნების 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე “სლავიანსკი ბაზარ” წარადგენს.

ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს:

“ჩემო მეგობრებო და საქართველო! იმ დღეს გითხარით, რო სიახლე მაქვს ხო და წელს ბელორუსიაში “სლავიანსკი ბაზარზე” საქართველოს სახელით მივემგზავრები. წარმატებები მისურვეთ და თქვენი მხარდაჭერა დამჭირდება! პ.ს. მიყვარხართ!”

“სლავიანსკი ბაზარი” წელს 7-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.