27 ივნისი, 2015

საქართველო კინოგადაღებების ცენტრი გახდება?

1kinogadagebaსაქართველო რომ კინოგადაღებებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მისაღები და მიმზიდველი ქვეყანაა, ამაზე დიდი ხანია არავინ დავობს.

ახლა მსჯელობა იმაზე მიმდინარეობს, გახდება თუ არა საქართველო კინოგადაღებების ცენტრი. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი მიმართულება – „გადაიღე საქართველოში“, რაც ჩვენს ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კინომწარმოებლებს, კინოპროექტების განსახორციელებლად, ხარჯების თანადაფინანსების 20%–იან სქემას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურებას შესთავაზებს. ამ პროექტის განხორციელება ასევე ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის განვითარებას საქართველოში.