14 ივნისი, 2015

რა მდგომარეობაშია ბეთანიის ტაძარი?

1betaniaუხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ძლიერმა წვიმამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია და ვერეს მდინარის პირას მდებარე ბეთანიის ტაძართან მიმავალი გზა დააზიანა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექცია დილიდან თბილისის ისტორიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგს ახორციელებს.

ვერეს მდინარის პირას მდებარე ბეთანიის ტაძართან მიმავალი გზა დაზიანებულია, თუმცა საბედნიეროდ, ტაძარს საფრთხე არ შექმნია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სტიქიასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

– იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ ინფორმაციას გუშინდელი სტიქიის დროს დაზიანებული შენობა ნაგებობების შესახებ, გვაცნობეთ და პირდაპირ დაუკავშირდით ინსპექციის სამსახურის უფროს ლევან ჭავჭავაძეს, რომელიც სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის ძველი უბნების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას აფასებს.