4 ივნისი, 2015

ქუთაისის ოპერის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

1qutaisiქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.

4 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N03/178 ბრძანებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თეატრის მთავარი ქორმაისტერი ირინე ლომინაძე დაინიშნა.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დაკავებული თანამდებობა ცნობილმა დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემ დატოვა.