27 ივნისი, 2015

ქეთევან კიკნაძე: ,,მივმართავ მას!’’

1kiknadzeგიგა ლორთქიფანიძის მეუღლე და მსახიობი ქეთევან კიკნაძე სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მსახიობი ტელეწამყვანის ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია” ჩაერთო, სადაც განცხადება გააკეთა. მისი ჩართვის შემდეგ კი სიტყვა ახალგაზრდა კოლეგას გიორგი გასვიანს გადაეცა. მსახიობმა მიმართვა სწორედ გიორგი გასვიანის მისამართით გაავრცელა:

“ინგა გრიგოლიას გადაცემაში იჯდა მსახიობი, რომელსაც არ ვიცნობ, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მივმართავ მას, რათა სწორად გაერკვეს მომხდარ სიტუაციაში. 1967 წელს მოხდა განხეთქილება მარჯანიშვილის თეატრში, რომ არ მომხდარიყო დაპირისპირება ახალგაზრდათა ჯგუფი წავიდა თეატრიდან და მოღვაწეობა დაიწყო რუსთავის თეატრში, ჩვენ ახალგაზრდებს, როგორც ეს ხდება ხოლმე, არ გვიკადრებია მათთვის თქვენ მიბრძანდით-თქო. არამედ ჩვენ დავთმეთ. ისინი დიდი მსახიობები იყვნენ, თანაც ხანდაზმულები. ამით ჩვენ არაფერი წაგვიგია პირიქით, ჩვენ მოძლიერებული დავბრუნდით ისევ მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო დაფუძნებული თეატრი არსებობას განაგრძობს. დღეს იგი გიგა ლორთქიფანიძის სახელობისაა. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ნათქვამია. საერთოდ, როცა ადამიანს პასუხობთ, ის იქვე უნდა იმყოფებოდეს, სხვანაირად ეს უტაქტობაა. პატივისცემითა და ბოდიშის მოხდით, ქეთევან კიკნაძე.”