13 ივნისი, 2015

ქეთა თოფურიას ახალი კლიპი

1ketaქეთა თოფურიამ და “ა სტუდიომ” ახალი კლიპი გადაიღეს. სიმღერას ”Вот она любовь” ეწოდება და მისი ავტორი გიგა კვენეტაძეა.

კლიპის რეჟისორები თავად ჯგუფის წევრები არიან. მათ ორიგინალურად გამოიყენეს ქეთას ორსულობა და ვიდეორგოლი მთლიანად ჯგუფის სოლისტს მოარგეს.

შავ-თეთრი კლიპის გადაღებები და მონტაჟი დასრულდა და ქეთამაც თავის გულშემატკივრებს ახალი ვიდეორგოლი წარუდგინა:

– ვაშა! მზად არის ჩვენი ახალი კლიპი ”Вот она любовь”! ამ შემთხვევაში გადაწყვიტეთ, რეჟისორები თვითონვე ვყოფილიყავით. სადებიუტო ნამუშევრისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. ძალიან მიყვარს, როცა კლიპს არ აქვს სიუჟეტი და ყველაფერი სადა და მარტივია. ეს კლიპიც ლამაზი, უბრალო და ორიგინალური გამოგვივიდა, – დაწერა ქეთამ თავის ბლოგზე.