30 ივნისი, 2015

ქართველი პრიმაბალერინას ფურორი ბელარუსში

1lali-kandelakiქართველი ხელოვანების წარმატებები საქართველოს ფარგლებს გარეთ გრძელდება. ამჯერად ცნობილმა ქართველმა ბალერინამ ლალი კანდელაკმა შეძლო ბელარუსი საზოგადოების ალაპარაკება.

ის საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც მინსკის დიდ თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული „ლაურენსია“ იცეკვა. ეს სპექტაკლი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 2006 წელს აღადგინეს და მთავარი პარტია ლალი კანდელაკმა იცეკვა.

რაც შეეხება ბელორუსიას, მინსკის დიდ თეატრში ჭაბუკიანის “ლაურენსია” გასულ წელს ნინო ანანიაშვილმა დადგა და ახლა ამ ბალეტში მთავარი პარტიის შესასრულებლად ქართველი მოცეკვავე მიიწვიეს. მას პარტრნიორობა მინსკის დიდი თეატრის წამყვანმა ბალერონმა კონსტანტინე გერონიკმა გაუწია.

როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ვახტანგ ჭაბუკიანის ბოლო მოსწავლემ ლალი კანდელაკმა სპექტაკლზე დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დატოვა. თავის მხრივ მაყურებელმა ქართველი მოცეკვავე ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და ბრავოს შეძახილებით დააჯილდოვა.