23 ივნისი, 2015

ქართველი მომღერლის გამარჯვება დიდ თეატრში

1goderdziქართველმა საოპერო მომღერალმა გოდერძი ჯანელიძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტმა მოსკოვის დიდი თეატრის მიერ ჩატარებულ კონკურსში, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდა საოპერო მომღერლის შერჩევა 2015/2016 წლების სეზონისათვის, გამარჯვება მოიპოვა.

გოდერძი ჯანელიძე ანსამბლ “რუსთავში” მღეროდა. სხვადასხვა წლებში მას მოპოვებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი საყვირით შესრულებული კომპოზიციებისთვის, აჭარის რესპუბლიკის პირველი ხარისხის დიპლომი, ვარნის საერთაშორისო სიმღერის კონკურსის მეორე ხარისხის სიგელი, ოთარ თაქთაქიშვილის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში პირველი ხარისხის სიგელი, პრემია და ლაურეატის წოდება სიმღერაში.