17 ივნისი, 2015

“ქართული სიმღერა – კაცობრიობის საგანძური” აღარ ჩატარდება

1qatuliფონდი “ქართული გალობა” მის მიერ დაარსებულ ყოველწლიურ ღონისძიებას “ქართული სიმღერა – კაცობრიობის საგანძური” აღარ ჩაატარებს.

ინფორმაციას ფონდი თავად ავრცელებს:

“ფონდი ქართული გალობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შექმნილი ვითარების გამო.
ფონდის სახელით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობელს ვუსამძიმრებთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ფონდის ყოველწლიური ღონისძიება “ქართული სიმღერა – კაცობრიობის საგანძური” აღარ გაიმართება 22 ივნისს და გადაიდება.

კიდევ ერთხელ ვიზიარებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას.

პატივისცემით ფონდი ქართული გალობა.”