4 ივნისი, 2015

ქართულ თეატრს ფესტივალზე წასასვლელად ვიზა არ ჩაურტყეს

1teaterThe Flare festival -ი, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში მარჩესტერში ჩატარდება, ახალგაზრდა არტისტების დღესასწაულია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები მონაწილეობენ.

ამ ფესტივალზე საქართველო The New Collective-ით იყო მიწვეული, მაგრამ თეატრის წევრებს ბრიტანეთის საელჩოში ვიზა არ ჩაურტყეს.

The New Collective თბილისში დაფუძნებული თეატრია და მისი ფესტივალში მონაწილება ფესტივალის ხელმძღვანელმა ნილ მაკენზიმ გადაწყვიტა.

ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თუ ეს დასი ბრიტანეთში ჩავა, მისი წევრები ემიგრანტები გახდებიან და სამშობლოში დაბრუნებაზე უარს განაცხადებენ, ამიტომ საელჩოში მათ ვიზის ჩარტყმაზე უარი განუცხადეს.