1 ივნისი, 2015

ნოდიკო ტატიშვილის საჩუქარი ბავშვებს

1nodiko-klipiმომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებს საჩუქარი გაუკეთა.

მომღერალმა ახალი კლიპი გადაიღო და მას “ჩვენ შევძლებთ” უწოდა. კლიპში ნოდიკომ ცნობილი სახეები და მათი პატარები გადაიღო.

თიკა ფაცაცია, ვერიკო ტურაშვილი, სოფო გელოვანი, გვანცა დარასელია, ლიკა შუბითიძე, გოგოლა კალანდაძე თავის შვილებთან ერთად ვიდეორგოლის მთავარი გმირები გახდნენ.

ნოდიკოს ახალი სიმღერა გელა გნოლიძის დაწერილია, ტექსტი გიორგი პავლიაშვილს ეკუთვნის, ვიდეოზე კი ნოდიკოსთან ერთად ბექა შაკაშვილმა, გიორგი ჭიღლაძემ, ლევან ბერაძემ და იკო იაკობიძემ იმუშავეს.