18 ივნისი, 2015

ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში წავიდა

1nodiko-ashshshiმომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში წავიდა. 19 და 20 ივნისს ის ნიუ იორკსა და ფილადელფიაში ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის იმღერებს. მასთან ერთად ნიუ იორკში გამართულ კონცერტში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ნინი შერმადინი.

– კონცერტებს გავმართავ ჩვენი ემიგრანტებისთვის, ამჯერად ამერიკაში. ბევრს ვმოგზაურობ ევროპაში და ხშირად ვატარებ კონცერტებს სწორედ იქ მცხოვრები ემიგრანტებისთვის. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მათ ეს ყველაფერი მოსწონთ. მათთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის უფრო განსხვავებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანებმა სხვადასხვა მიზეზების გამო დატოვეს თავისი სამშობლო, მათ უწევთ სხვა ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა იმის გამო, რომ საქართველოში ოჯახები შეინახონ. მათთვის ჩავატარებ კონცერტებს, სადაც განსხვავებული რეპერტუარი მექნება. ვიმღერებ სიმღერებს ჩემი რეპერტუარიდან და ასევე იმ ქართულ სიმღერებსაც, რომლებმაც ბევრ ათეულ წელიწადს გაუძლეს. ვეცდები ჩემი კონცერტებით რამდენიმე საათით მაინც დავაბრუნო ემიგრანტი ქართველები საქართველოში, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.