20 ივნისი, 2015

ნინო ანანიაშვილის პუანტი სოლიდურ ფასად გაიყიდა

1ananiashviliქართველი პრიმაბალერინას ნინო ანანიაშვილის პუანტი მოცეკვავის ავტოგრაფით ერთ-ერთ აუქციონზე იქნა გატანილი, რომელიც 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ჩატარდა.

ინფორმაცია ნინო ანანიაშვილის პუანტის გაყიდვასთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა:

– ნინო ანანიაშვილის პუანტი საქველმოქმედო აუქციონზე 3.000 დოლარად გაიყიდა. ლოტის საწყისი ფასი 300 დოლარი იყო. თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

პ.ს. თბილისში სტიქიით დაზარალებულთათვის უფრო მეტი თანხის შესაგროვებლად საბალეტო დასი 21 ივნისს საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს.