29 ივნისი, 2015

ნიკა ცისკარიძის საჩუქარი საქართველოს

1ciskaridze-nikaმსოფლიოში ცნობილმა ქართველმა ბალერონმა ნიკა ცისკარიძემ საქართველოს საჩუქარი გაუკეთა. მან თბილისში ვიზიტისას ხელოვნების სასახლეს საჩუქრად გადასცა სოლიკო ვირსალაძის მიერ, პირადად ხელოვანისათვის შექმნილი პრინც დეზირეს კოსტუმი, რომლითაც იგი 1997 წლის 2 აპრილს პირველად წარსდგა დიდი თეატრის სცენაზე და შეასრულა პარტია პეტრე ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავში“.

გარდა საჩუქრის გადაცემისა, ნიკა ცისკარიძემ მისი სასცენო მოღვაწეობის შემაჯამებელი ფოტოალბომში „ცისკრის ვარსკვლავი“ ხელოვნების სასახლეს, ის ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარა, რომელიც მუზეუმში მის პირველ ვიზიტს მოჰყვა.