ლიზა რამიშვილი სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

1liziახალგაზრდა ჩელისტი ლიზა რამიშვილი სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება. 25 ივნისს ციურიხში ენგეს ეკლესიაში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი ქართველ და შვეიცარიელი მუსიკოსების ერთობლივი შესრულებით.

ლიზა რამიშვილთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თამარ კორძაძე, სოფია გოშაძე, მამუკა ტეფნაძე, Tanja Sonc, MAxim Cado, Tabea Frei და Orfeo Mandozzi. საღამოზე აღერდება ლაღიძის, არაყიშვილის, ცინცაძის, ფალიაშვილის ნაწარმოებები.

– ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხა აგრეთვე მოხმარდება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, – ნათქვამია მუსიკოსების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.