10 ივნისი, 2015

ლევან წულაძეს საერთაშორისო ფესტივალებზე იწვევენ

1levanმარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს ლევან წულაძეს საერთაშორისო ფესტივალებზე იწვევენ.

რეჟისორის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლი „შეშლილი წერილები“ ივნისის თვეში საგასტროლო ტურნეს გამართავს.

14 ივნისს სპექტაკლი ბრატისლავაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „Eurokontext.sk“ წარდგება. 17 ივნისს მარჯანიშვილის თეატრს რუმინეთი, კერძოდკი სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უმასპინძლებს. “შეშლილი წერილები” 20 ივნისს მაკედონიაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „MNT“ მონაწილეობს.

ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“ მარჯანიშვილის თეატრისა და EmiliaRomagna  Teatro  Fondazione-ის კოპროდუქციაა. ქართულ-იტალიურ ორენოვან სპექტაკლში, რომელშიც იტალიელი და ქართველი მსახიობები იღებენ მონაწილეობას, იუმორითა და სიმსუბუქით არის გადმოცემული ადამიანის სულში დატრიალებული განცდებით გამოწვეული ტრაგედიები.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ზურა ბერიკაშილი, ნიკა კუჭავა, კოკო როინიშვილი, ანა გრიგოლია, რობერტა დესტეფანო, მასიმო სკოლა, ელეონორა ჯოვანარდი, ლეონარდო ლიდი.
სპექტაკლის პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში შედგა.