17 ივნისი, 2015

ეკა კვალიაშვილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს

1ekaსაზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მომღერალ ეკა კვალიაშვილს ჯანრმთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

მომღერალი სამკურნალოდ უცხოეთშიც იმყოფებოდა, თუმცა როგორც გაირკვა, მას ბოლომდე დიაგნოზიც ვერ დაუსვეს.

გუშინ ეკა კვალიაშვილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა დღეს თავად გაავრცელა:

– მე გუშინ გამიკეთეს ურთულესი ოპერაცია, დღეს ჭრილობები ცოტა მაწუხებს, დანარჩენი ოკ. დიდი მადლობა მერაბ კილაძეს, – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.

ამ ინფორმაციას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ეკას გამოჯანმრთელება უსურვა.