23 ივნისი, 2015

დათო დოიაშვილი მამა გახდა

1doiრეჟისორი დათო დოიაშვილი მამა გახდა. ანას და თემოს შემდეგ, რეჟისორმა მამობის ბედნიერება კიდევ ერთხელ განიცადა.

მისმა მეუღლემ ქეთი ენდელაძემ 23 ივნისს მესამე შვილი გააჩინა. დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ. მშობლებმა პატარას დარია დაარქვეს.

ამ სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში რეჟისორის მეგობრები ავრცელებენ:

– დღეს დოის და ქეთის მესამე შვილი შეეძინათ… პატარა გოგო გაგვიჩნდა! – წერენ დოის მეგობრები “ფეისბუქში”.