Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბოიკოტი Placebo-ს

14 ივნისი, 2015

1PlaceboBologna2009მსოფლიოში ცნობილ ჯგუფს Placebo ქართული საზოგადოება ბოიკოტს უცხადებს. ამის მიზეზი მათი ვოკალისტის შტეფან ოლსდალის მიერ გაკეთებული განცხადებაა.

როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი Grigol Gegelia წერს, შტეფან ოლსდალის საქციელი ყოველად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია:

– მოგიწოდებთ ბოიკოტი გამოუცხადოთ ჯგუფ Placebo-ს, რომლის კონცერტიც, თუ არ ვცდები, ივლისში უნდა გაიმართოს. ჯგუფის წევრმა შტეფან ოლსდალმა გმირთა მოედანზე თავისუფლად მოსეირნე ბეჰემოტის ფოტო გაავრცელა, შემდეგი წარწერით:

“ეს არის თავისუფლად მოსეირნე ბეჰემოტი თბილისში, საქართველოში.  Placebo იქ დაუკრავს რამდენიმე კვირაში. ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები ცირკს.”

უკომენტაროდ. უბრალოდ გამოიჩინეთ სწორი ნება და გამოუცხადეთ ბოიკოტი ამ ყოვლად უმსგავსო ადამიანს, ვისაც ჩვენი საყოველთაო ტრაგედია და გაჭირვება ცირკი ჰგონია.”

1placebo