25 ივნისი, 2015

4 ქართული პროექტის წარმატება გიუმრში

cinemaქართველი კინემატოგრაფისტები სომხეთის ქალაქ გიუმრიდან დაბრუნდნენ, სადაც ფრანგულმა ორგანიზაციამ „ევრაზიადოკი” დოკუმენტური სცენარების განვითარების რეზიდენცია ჩაატარა.

საქართველოდან რეზიდენციაში მონაწილეობას იღებდა 4 პროექტი:·”აბასთუმანი” მარიამ ჭაჭია, ნიკვოიგტი; “გენეტიკური კოდი”, გიორგი ვარსიმაშვილი; “ისტორია საოჯახო ალბომიდან” ანა ძიაპშიპა და “ქალები, რომლებიც ცურავენ” ანუნა ბუკია.

რეზიდენციის შემდეგ პროექტის ავტორებმა საკუთარი პროექტები ფრანგ და ადგილობრვ პროდუსერებსა და ტელევიზიის წარმომადგენლებს წარუდგნეს. ქართულმა პროექტებმა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ევრაზიადოკის პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსის პირობები ეროვნული კინოცენტრის საიტზე გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოდან სწორედ ეს ოთხი პროექტი შეარჩიეს.