Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზუგდიდის თეატრში პრემიერაა

1damsjeli29 მაისს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერაა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ბადრი წერედიანი მაყურებელს შესთავაზებს სპექტაკლს “დამსჯელი 14”, რომელიც ადელ ჰაკიმის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით არის დადგმული.

მონოსპექტაკლში ამავე თეატრის მსახიობი ირაკლი სამუშია მონაწილოებს. წარმოდგენის მხატვარი ილია საჯაიაა, ტექნიკური რეჟისორი კი ნონა როგავა.

“ომში ჯარისკაცივით აზროვნება უნდა ისწავლო.

თუ გარეთ სამარისებული სიჩუმეა, იცოდე, კვერცხი სადაცაა გამოიჩეკება ანუ მალე შეტაკება იფეთქებს, ჭექა-ქუხილი დაიწყება.

თუ ავტომატები აქა-იქ კაკანებენ და ბომბებიც დროდადრო სკდება ესე იგი, ყველაფერი საკაიფოდაა, დასვენების დროა, მოდუნდი.

თუ ავტომატებმა მიაყარეს, თანდათან მოუმატეს, მაშინ კი თავი ლეიბში ჩარგე, საშინელება იწყება!”