31 მაისი, 2015

ვინ მიიღებს ,,ოქროს პეპელას”?

1pepelaსაბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ წელს მეხუთედ იმართება.

ფესტივალში მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის ბავშვები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და სამხრეთ კორეიდან. ფესტივალზე სულ წარმოდგენილია მოკლემეტრაჟიანი 7 წუთამდე 52 ფილმი, მათ შორის, 10 დოკუმენტური, 12 ანიმაციური და 30 მხატვრული ნამუშევარი. ფესტივალის საკონკურსო პროგრამას შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პროფესიონალი კინოხელოვანები და გასული წლების ფესტივალების გამარჯვებული ბავშვები. ჟიურის ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და მსახიობი ბაადურ წულაძე ხელმძღვანელობს.

ფესტივალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ნომინაციებში საუკეთესო სცენარი, იდეა, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი, გოგონას როლი, ბიჭის როლი, მხატვრული გადაწყვეტა, ანიმაცია და დოკუმენტური ფილმი. გრან-პრი გადაეცემა 2015 წლის საუკეთესო ფილმს.

საფესტივალო პროგრამა მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების პრეზენტაციას, ვორქშოპებსა და მასტერკლასებს, კინოექსპედიციას, პრაქტიკულ კინო გადაღებებს და მონტაჟს, შეხვედრებს ცნობილ კინოხელოვანებთან და გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს.