22 მაისი, 2015

უშგულს ანგრევენ!

1Ushguli_Svaneti_Georgiaრეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში საგანგაშო და მეტად საყურადღებო ინფორმაციას ავრღელებს. საქმე ეხება სვანეთს და იქ მიმდინარე რესტავრაციას:

“უშგულში ყოველწლიურად ახერხებენ ჩემს გაგიჟებას! სასიამოვნო და მისასალმებელია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩაჟეშის (უშგულის ერთერთი უბანი) რესტავრაციას აკეთებენ, თუმცა საკითხავია რის ხარჯზე?

ვინც უშგულში ნამყოფია, მან იცის, რომ უშგულს კიდევ სამი ისტორიული უბანი აქვს, მათ შორის ჟიბიანის და ჩუბიანის. სწორედ ამ ორი უბნის ხარჯზე, მიმდინარეობს ჩაჯეშის რესტავრაცია. იმის მაგივრად, რომ “რესტავრატორებმა” ჩაჯეშის გადასახურად თვითონ მოიპოვონ ქვის სახურავი, ჟიბიანისა და ჩუბიანის მოსახლეობას აბრიყვებენ და იაფფასიან თურქულ თუნუქში “ჟესტი” უცვლიან დღემდე შემორჩენილი რვა საუკუნოვანი დარბაზ-მაჩუბების სახურავებს. რა თქმა უნდა, უფრო იაფად და ადვილად გამოდიან.

გამაგებინეთ რა ხდება და ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ასეთი უპასუხისმეგბლო საქმიანობაზე? ვინც უცვლის ის ვერ ხვდება, რომ მათი სახლების კულტურული ღირებულება მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურის ნიმუშია და ამდენად შეუფასებელია… მოსახლეობას ფინანსური საშუალება არ აქვს, რომ დარბაზ-მაჩუბებს რესტავრაცია გაუკეთოს, რითიც სარგებლობენ კონკრეტული ადამიანები და უშგულს ანგრევენ!”