5 მაისი, 2015

უჩა კორძაიას დასახმარებლად მუსიკოსები ერთიანდებიან

1uchaანსამბლ “75”-ის სოლისტის უჩა კორძაიას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ხელოვანი, რომელიც ლიმპომით არის დაავადებული, გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.

11 მაისს “ზაზანოვაში” საქველმოქმედო საღამო ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული მუსიკის ვარსკვლავები. კონცერტის მთლიანი შემოსავალი გადაირიცხება უჩა კორძაიას დახმარების ფონდში.

“უმორჩილესად გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და წვლილი შეიტანოთ კეთილი საქმის გაკეთებაში,” – მოუწოდებენ უჩა კორძაიას მეგობრები საზოგადოებას.

“ზაზანოვაში” დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. კონცერტი საღამოს 8 საათზე დაიწყება.