14 მაისი, 2015

თბილისში ახალი კინოთეატრი იხსნება

1kinoდედაქალაქს ახალი კინოთეატრი შეემატება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. 14 მაისს თბილისი მოლში ახალი 5 დარბაზიანი კინოთეატრი “კავეა” იხსნება, რომელიც 753 ადამიანზეა გათვლილი. ხუთივე დარბაზი უახლესი ეკრანებით, ხმის სისტემებითა და ტერასებად განლაგებული ვეება სკამებით არის წარმოადგენილი.

კინოთეატრი კანადური კომპანიის მიერ არის დაპროექტებული და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

კინოთეატრი “კავეა” სეზონს “შეშლილი მაქსის” ჩვენებით გახსნის, რომელსაც ქართული საზოგადოება მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე, დღეს საღამოს იხილავს. ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰარტი და შარლიზ ტერონი ასრულებენ. მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ტრილერის რეჟისორი კი ოსკაროსანი ჯორჯ მილერია.

წელს კინოთეატრში 20 მსოფლიო კინოპრემიერაა დაგეგმილი.