14 მაისი, 2015

სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

1paradjanov18 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა “სერგო ფარაჯანოვი – XXI საუკუნის სიზმარი” გაიხსნება, სადაც კიევის სიზმრების მუზეუმი და მისი დამფუძნებლები ვიქტორია დანელიანი და ტატიანა ცველოდუბი წარმოადგენენ უდიდესი ოსტატის ცხოვრების და შემოქმედების თავიანთ ინტერპრეტაციას.

გამოფენის მოწყობაში მონაწილეობას იღებს 20-ზე მეტი ავტორი გუგა კოტეტიშვილი, იური მეჩითოვი, ოლესია თავაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ნინო ჩუბინიშვილი, ირმა შარიქაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ბუღაძე, მამუკა ჯაფარიძე, ვლადიმირ ადვაძე, ერნა დოლმაზოვა, ჟანა დავთიანი, ვასილი კოსტენკო, ივან კოსტენკო, გრეგორი რეჯინი, მარკ პოლიაკოვი, სალომე ელანიძე, ევგენია რემიზოვა, იულია ბუგაევა, ალა ჟმაილო.

გამოფენა წარმოადგენს მულტიმედიურ ინსტალაცია-კოლაჟს, რომელიც აერთიანებს საგამოფენო დარბაზის სივრცეს, მითების კოლექცია-ანარეკლს, რეფლექსიებს და მოგონებებს რეჟისორი და მხატვარი სერგო ფარაჯანოვის შესახებ, რომელიც დაიბადა თბილისში და წარმოადგენს დედაქალაქის ისტორიის განუყფელ ნაწილს.

არტ ობიექტები, წარსული ეპოქის არტიფაქტები, თბილისის ისტორიის მუზეუმის საფონდო არქივი, ფოტოები-პორტრეტები, კინომატოგრაფიული მოედნები, ფილმების პოსტერები, ფილმების რეტროსპექტივები- ცელულოიდური სიზმრები, კოლაჟები და ასამბლიაჟები გახსნიან შემოქმედებითი, ნამდვილი თბილისელის, სერგო ფარაჯანოვის ცხოვრების მიფების ატმოსფეროს.

მხატვარი დეკორატორები არიან გუგა კოტეტიშვილი, მილა გაიდაი, ლილია ლუკიანოვა, გამოფენის კურატორები ვიქტორია დანელიანი, ტატიანა ცველოდუბი, ლიკა მამაცაშვილი, ხოლო პროექტის მენეჯერია მარია შირშოვა.