28 მაისი, 2015

რკინის თეატრის წარმატება ტრაბზონის ფესტივალზე

1rkinaრკინის თეატრი ტრაბზონის შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა, სადაც საქართველოს სახელით წარადგინა სპექტაკლი „სულ სხვა ოპერა“ ბრეხტის “სამგროშიანი ოპერის” მოტივებზე.

„სულ სხვა ოპერა“ ბრეხტის სრულიად ახლებური გააზრებაა და მექი-დანას ცნობილი არიის ცოცხალი შესრულებაა. სპექტაკლში გამოყენებულია კურტ ვაილის მუსიკალური თემა. წარმოდგენის რეჟისორი დავით ანდღულაძეა, მუსიკალური ვერსიის ავტორი გოგი ჩლაიძე, მასვე ეკუთვნის ნატო ესაკიასთან ერთად როიალის პარტიაც, კოსტიუმების მხატვარი კი ეკა მაღალაშვილია. სპექტაკლში მონაწილეობენ შალვა დევნოზაშვილი, ზაზა თაგოშვილი, გიორგი ტრაპაიძე, კახა ნოზაძე, ნოდარ სიმსივე, თორნიკე ჩეკურიშვილი, ანა ყაულაშვილი, ხატია ბრაჭული, ანა კვინიკაძე, ელენე ლორია და კახა ლოსაბერიძე.

ფესტივალი წელს მე-16-ედ გაიმართა და მასში 11 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო, თურქეთი, ჰონგ კონგი, ყაზახეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, დაღესტანი, ჰოლანდია, ბოსნია-ჰერცოგოვინა.

ქართულმა თეატრმა ორი წარმოდგენა ითამაშა ღია სივრცეში, ზანოსის პარკში, ბერძნულ-რომაული სტილის ამფითეატრში. შეფასება, როგორც მაყურებლისგან ასევე კრიტიკოსებისგანაც, მაღალი იყო. ორივე სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, რასაც როგორც ადგილობრივი, ასევე ფესტივალში მონაწილე ქვეყნების მიერ დიდი გამოხმაურებები მოყვა.

რკინის თეატრის რეპერტუარში ორი სპექტაკლია „სულ სხვა ოპერა“ და „ფერმა“. თეატრი ემზადება პრემიერისთვის, რომელსაც სექტემბრის ბოლოს გამოუშვებს.