27 მაისი, 2015

რეზო კიკნაძე: ,,არ გვრცხვენია?’’

1rezoკონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე საგენგებო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას გამოფხიზლებისა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს:

“ჯანდაბა! რომელიმე მინისტერიალური, პარლამენტური, კულტურული ან უბრალოდ ადამიანური ნაბიჯი გადაიდგმება როდისმე იქითკენ, რომ ასე თავსლაფი არ დაისხას “წილხვედრობით” და სხვა ლეგენდებით მოამაყე, გაუგებარი პერსპექტივის და გაორებული მისწრაფების ამ კითხვის ნიშანმა, სახელად საქართველომ? რა იურიდიულ ჩიხში შეყავს თავი, რომ ელემენტარული კულტურული ნაბიჯი არ გადადგას უმთავრესი კულტურული მაუწყებლობის შესანარჩუნებლად? როგორ არ გვრცხვენია?!

“გონივრული” ცოტა არასწორი სიტყვა მომივიდა, ბოდიში, ეფექტურს და შედეგიანს ვგულისხმობდი; რამე ეფექტური გზა მოვნახოთ, რომ “რომელიღაც უწყებებმა” და “გაუგებარი მიზეზით” არ დააბრკოლონ და ხელი უშალონ იმ სრულიად ბუნებრივ ნაბიჯს, რაც იქნებოდა, ვთქვათ, კულტურის სამინისტროს მიერ რადიო “მუზას” თავის წიაღში დაკანონება და მასზე ზრუნვა, ან ბიუჯეტის გამოყოფა (არც ისე დიდია საჭირო!) იმისთვის, რომ ისეთმა პროფილურმა სასწავლო დაწერსებულებამ, როგორიც, მაგალითად, კონსერვატორიაა, ნება მიიღოს ამ რადიოს თავის წიაღში შეფარების და დაკანონების! პროფილი 100 პროცენტით ემთხვევა კონსერვატორიის სასწავლო და შემოქმედებით და პროფესიულ თემატიკას: გინდ მუსიკა, გინდ მუსიკოლოგია, გინდ ჟურნალისტიკა… ცოდვა და სირცხვილი არ არის იურიდიული და ეკონომიკური კლაუზების მოშველიება ამ უმარტივეის და ყოვლად ლოგიკური გზის შეუძლებლობის სამტკიცებლად?”