Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რეზო ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

1rezoქართული კინოს პატრიარქი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც რეჟისორი საცხოვრებელი სახლიდან საღამოს გადაასვენეს.

ტაძარში კინორეჟისორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

რიგით მოქალაქეებთან ერთად რეზო ჩხეიძესთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რეზო ჩხეიძის კოლეგები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მისი სტუდენტები.

რეზო ჩხეიძე 3 მაისს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.