21 მაისი, 2015

რატომ მოიხსნა ჭრელი აბანოს გუმბათები?

1chreli“ტფილისის ჰამქარი” ჭრელი აბანოს გუმბათების მოხსნას აპროტესტებს. ორგანიზაციის თქმით, ქალაქს პატრონი არ ჰყავს. უფრო მეტიც, მათი აზრით, ქალაქის არქიტექტორი მნგრეველია:

“ამ ქალაქს პატრონი არ ჰყავს!

ამ ქალაქში არქიტექტორი მგრეველია!

აქ რესტავრაციას არ ცნობენ!

რატომ მოიხსნა ჭრელი აბანოს გუმბათები?! რატომ უნდა გამოიცვალოს გუმბათის ბაზისები?! გამოქარულია და ახლით შეიცვლებაო. მცხეთის ჯვრის პერანგიც გამოქარულია, შევცვალოთ?! რატომ მოიხსნა გუმბათზე შორენკეცები?! რატომ!”

“ტფილისის ჰამქარის” შეკითხვებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პასუხობს:

“აბანოთუბანში ჭრელი აბანოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რესტავრატორები ნაგებობის ყველაზე დაზიანებულ ნაწილების – მცირე გუმბათების გამაგრებას ახორციელებენ.
პროექტის განხორციელების ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წელს გაიცა. სამუშაოები დარგის სპეციალისტთა ზედამხედველობით მიმდინარეობს.

პროცესები ადგილზე უშუალოდ მოინახულა და შეაფასა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და მედიის წარმომადგენლებს სპეციალისტებთან ერთად აუხსნა სარეაბილიტაციო სამუშაობის დროს მცირე გუმბათების ადგილიდან მოხსნის აუცილებლობა, რომელიც სარესტავრაციო პრაქტიკაში აპროპირებული და მიღებული ფორმაა.

გამაგრებული და რეაბილიტირებული გუმბათები ადგილზე პირვანდელი სახით აღდგენის შემდეგ დამონტაჟდება.

სოციალურ ქსელში გავრეცელბული ინფორმაცია, რომ ჭრელი აბანოების რეაბილიტაცია უნებართვოდ და რესტავრაციისთვის არათავსებადი მეთოდებით მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე არასწორია აღდგენითი სამუშაობის შეფასება ვანდალურ ქმედებად.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზად არის დაინეტერესებულ მხარეებს კიდევ უფრო დეტალურად გააცნონ ჭრელი აბანოების სარეაბილიტაციო პროექტი, იმისთვის, რომ ამა თუ იმ პროექტის კრიტიკული შეფასება პროფესიული მსჯელობის ფორმატში განხორციელდეს.”