8 მაისი, 2015

რა საჩუქარს უმზადებს თამთა გოდუაძე თაყვანისმცემლებს?

1tamtmatamtaქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც საბერძნეთში ვარსკვლავია, ბოლო ორი წელია ქართულ საზოგადოებაშიც დიდი პოპალურობით სარგებლობს.

მას შემდეგ, რაც თამთა “იქს ფაქტორის” ჟიურიში გამოჩნდა და მუსიკალური შოუს პირველი სეზონიც მოიგო თავის კონკურსანტთან თორნიკე ყიფიანთან ერთად, მას საქართველოში თაყვანისმცემელთა მთელი არმია გამოუჩნდა.

როგორც თამთამ თავის გულშემატკივრებს გაუმხილა, მალე ის ახალ ინგლისურენოვან სიმღერას შესთავაზებს მსმენელს:

“მივიღე უამრავი წერილი ჩემი და “One Direction”-თან შესაძლებელი დუეტის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ჩემს გვერდზე, გაცნობთ იმის შესახებ, რომ ჩემს ახალ ინგლისურენოვან სიმღერას, რომელსაც ძალიან მალე მოისმენთ, აქვს კავშირი ამ ყველასთვის საყვარელ ბენდთან და ეს არის პროდიუსერი & კომპოზტორი, რომელსაც მათი და სხვა მრავალი მომღერლის ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი!

დუეტი უდაოდ კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის ასეთ ცნობილ და დაფასებულ ადამიანთან მუშაობას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს.

დიდი მადლობა რომ დაინტერესდით, იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი სიმღერა.

დიდი სიყვარულით

თამთა”