11 მაისი, 2015

ქართველმა პიანისტებმა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვეს

1iliaასტანას პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ორმა ქართველმა პიანისტმა გაიმარჯვა. ილია ლომთათიძემ და სანდრო ნებიერიძემ პირველი საპრიზო ადგილი გაიყვეს.

კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 18 წლამდე კონკურსანტი ჰყავდა. 30-მა მონაწილემ კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სათანადო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად მიიღო.

კონკურსის პირველ ტურში მონაწილეებმა სოლო ნაწარმოებები შეასრულეს, მეორე ტურში კი ორკესტრთან ერთად დაუკრეს.

გამარჯვებული ქართველები ცნობილი პიანისტის დენის მაცუევის კოლეგებმა საფრანგეთის მუსიკალურ კონკურსზე მიიწვიეს, სადაც 2016 წელს ისევ ერთად ჩავლენ.