ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აუქციონზე გაიყიდება.
ლონდონში კრისტის აუქციონზე ქართველი მხატვრის ნამუშევარს გასაყიდად პირველ ივნისს გაიტანენ.
ნახატის საწყისი ფასი 800.000-დან 1.200.000 ფუნტ სტერლინგამდეა. ამ დრომდე ნიკალას ნამუშევარი კერძო კოლექციაში იყო დაცული.
“არსენალის მთა ღამით” 1907-1908 წლებშია შექმნილი. ის 2010 წელს ლონდონის მაკდუგალის აუქციონზე 1.100.000 ფუნტად გაიყიდა.