7 მაისი, 2015

ნინა სუბლატი პლასიდო დომინგოსთან იმღერებს

“საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ნინა სუბლატი ვენაში მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალთან, პლასიდო დომინგოსთან იმღერებს. ინფორმაციას ნინა თავად ავრცელებს:

“ძალიან იშვიათად მახარებს ხოლმე რაღაც, მაგრამ ახლა ნამდვილად გახარებული ვარ და სიხარულით მოგახსენებთ რატომ: 17 მაისს, ვენაში, კერძოდ ვენის ოპერაში, იმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს პლასიდო დომინგო, ხუან დიეგო ფლორესი, ვენა ფილარმონიკი და მოკლედ, ძალიან სფეშელ ივენთია. ჰოდა ამ სფეშელ ივენთზე მეც მიმიწვიეს და სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას. სიხარულით კი ის მიხარია, რომ ჩემი შემოქმედებიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელ და მნიშვნელოვან სიმღერას dark desire-ს შევასრულებ.

მეორე სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ამ სიმღერის აკუსტიკური ვერსიის შესრულებაში ჩემთვის (და მთელი საქართველოსთვის) ძალიან საყვარელი და უნიჭიერესი ადამიანი ნიკოლოზ რაჭველი დამეხმარება, რომელმაც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მოიცალა ჩემთვის და სპეციალურად ამ პერფორმანსისთვის მოდის ვენაში.

მესამე სასიხარულო ამბავი კი ის არის, რომ მხოლოდ ნიკა კი არა, ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული და ჩემი აზრით საუკეთესო მუსიკოსი და მესაყვირე გიორგი შამანაურიც მიიღებს პერფორმანსში მონაწილეობას, ოღონდ ამჯერად აკორდეონს მოირგებს. ნიკოლოზ რაჭველი+ გიორგი შამანაური+Vienna state Opera+dark desire=გახარებულ ნინას! ჰო, ასეთი გემოვნება ამბები მახარებს მე, მეტი ნაკლები არ ვიცი…”