29 მაისი, 2015

ნიაზ დიასამიძე განმარტებებს აკეთებს

1niazaმომღერალი ნიაზ დიასამიძე განმარტებებს აკეთებს. კრისტის აუქციონზე პირველ ივნისს ფიროსმანის ტილოს “არსენალის მთა ღამით” გაყიდვასთან დაკავშირებით მან თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა, რასაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მოყვა.

ამჯერად მომღერალი კიდევ ერთ განცხადებას არვცელებს:

“გამარჯობა. რამოდენიმე წინადადებით ვეცდები კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი აზრი, ფიროსმანის ფერწერული შედევრის “არსენალის მთა ღამით” შესახებ.

პირადად ჩემთვის 27.05.2015 გახდა ცნობილი პირველი არხის ტელეეთერის საშუალებით, რომ ნიკალას ეს ნამუშევარი იყიდება კრისტის აუქციონზე ლონდონში.

სავარაუდო ფასი-800.000-დან 1.200.000.£

ამ გადაცემის და მასში მონაწილე ხელოვნებადმცოდნეთა მიზანი სწორედ ის იყო რომ გაეზიარებინათ და შეეხსენებინათ ჩვენთვის ფიროსმანის მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიაში და გააჟღერეს სურვილი მისი ამ ნამუშევის სამშობლოში დაბრუნებისა, საჯარო სივრცეში ხელოვნების მუზეუმში.

რაც რა თქმა უნდა ერთადერთი ჭეშმარიტი ბედია ამ გენიალური ნახატის.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ როგორც თქვენ ასევე მე გამიჩნდა სურვილი გამოსავლის პოვნის “არსენალის მთა ღამით” სახლში დაბრუნებისთვის.

ეს სურვილი გამოვხატე facebook-ის საშუალებით.

იდეა ასეთია: იმის ნაცვლად რომ რომელიმე ერთ პიროვნებას დააკისრო ამ გეგმის განხორციელება, ჩემი აზრით აჯობებდა ეს ყველას ერთად გაგვეკეთებინა და მთელ საქართველოს მიეღო მონაწილეობა, ნიკალას ყულაბაში სიმბოლური 1$-ს ჩაგდებით.‪დავსხდეთ‬ ერთად და ხელოვნებაზე ვისაუბროთ.

პოსტის დადებიდან ამ დრომდე შემეხმიანა ძალიან ბევრი მეგობარი და გამოხატავენ დიდ სურვილს მიიღონ მონაწილეობა ამ იდეის განხორციელებაში.

ძალა ერთობაშია ფიროსმანი ერთია!!!

მოკლედ რომ ვთქვა რეალობა ასეთია აუქციონი ტარდება 01.06.2015 რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ამ მოკლე დროში ასეთი თანხის შეგროვებას (აღარ ჩამოვთვლი ტექნიკურ ბარიერებს).

ერთადერთი რეალურ შანსად როგორც ჩანს რჩება ის რომ ქართველი წარმატებული ბიზნესმენები გაერთიანდნენ ამ ეროვნული საქმის გარშემო და ქვეყანას გაუკეთონ საშვილიშვილო “საჩუქარი”.

P.S. რაც შეეხება ყულაბას, სამწუხაროდ, ფიროსმანის კიდევ ბევრი ნამუშევარია საქართველოს საზღვრის გარეთ და ხშირ შემთხვევაში შეფასებულია კონკრეტულ ფასად.

ჩვენთვის კი ფიროსმანი შეეუფასებელი განძია, გაივლის საუკუნეები თაობები ერთმანეთს შეცვლიან მაგრამ ნიკალა შეუცვლელი დარჩება.

დღევანდელ საუბრებში მეგობრებთან გაჩნდა იდეა გაკეთდეს სახალხო ფონდი ქართული ხელოვნების შედევრების სამშობლოში დასაბრუნებლად.

იმედი მაქვს ეს ენთუზიაზმი არ გაქრება და ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას ხელოვნების გარშემო.”

მოგვიანებით მომღერალმა თავის თანამოაზრეებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებებიც გაასაჯაროვა:

”საღამომშვიდობის. დღეს მთელი დღე გავატარეთ გამოსავლის ძიებაში.ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური და, ჩემი აზრით, სწორი ვარიანტი იანებოდა ეროვნული მუზეუმის ანგარიშზე ჩაერიცხა ყველა მსურველს თანხა. მივმართე მათ და, მიუხედავად იმისა, რომ მათი სურვილი ზუსტად იგივეა რაც ჩვენი ყველასი, აღმოჩნდა, რომ ეროვნულ მუზეუმს არ აქვს თავისი საბანკო ანგარიში და მთლიანად დამოკიდებულია ხაზინაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სკამსაც ვერ იყიდის ტენდერის გარეშე. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს ასეა.”