19 მაისი, 2015

მუხრან მაჭავარიანს მუზეუმი გაუხსნეს

1muxranქართველ პოეტს მუხრან მაჭავარიანს მშობლიურ სოფელ არგვეთში სახლ-მუზეუმი გაუხსნეს. პოეტის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე სახლ-მუზეუმთან ერთად მისი სახელობის სკვერი და ბიუსტი გაიხსნა.

საჩხერეში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალური კონცერტიც მოეწყო, რომელშიც ადგილობრივმა ხელოვანებმა მიიღეს მონაწილეობა.

მუხრან მაჭავარიანი 2010 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე გარდაიცვალა. ის სიტყვით გამოდიოდა პოეტ ფრიდონ ხალვაშის 85-ე იუბილესადმი მიძღნვილ საღამოზე, როდესაც შეუძლოდ გახდა და წაიქცა. პოეტს გულმა უმტყუნა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მუხრან მაჭავარიანი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.