11 მაისი, 2015

მებო ნუცუბიძის კიდევ ერთი წარმატება

1meboქართველი მომღერალი მებო ნუცუბიძე კვლავაც აგრძელებს წარმატებით გამოსვლას უკრაინულ “ვოისიში”. ბრმა ქასთინგისა და რინგის შემდეგ, ნოკაუტების ტური დადგა, სადაც ქართველი კონკურსანტის მოწინააღმდეგე მისი მწვრთნელის სვიატოსლავ ვაკარჩუკის გადაწყვეტილებით, ანდრეი პანტიუხი გახდა.

მებო ნუცუბიძემ ნოკაუტების ტურიც მოიგო და ლაივკონცერტებში მონაწილეობის უფლება ღირსეულად მოიპოვა:

“ესეც ამბავი იგი ნოკაუტისა.

საშინლად არ მომწონს ეს სპორტული სახელების გარევა მუსიკაში და მიხარია, რომ დამთვარდა რინგებისა და ნოკაუტების ეტაპი. საბედნიეროდ, ამ ტურშიც წარმატებით გამოვედი.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არაფერი ჯობს ნამდვილ პროფესიონალ მუსიკოსთან – სვიატოსლავ ვაკარჩუკთან მუშაობას.

არც კი ველოდი, რომ რედოჰედის სიმღერას მამღერებდა.

ასევე უნდა ვთქვა, რომ ანდრეი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მონაწილე იყო ამ შოუში და ძალიან დამწყდა გული. ის ძალიან კარგ სიმღერებს წერს და იმედი მაქვს ასე გააგრძელებს. მთავარი ხომ მუსიკაა და არა ნოკაუტები და რინგები.

ველით პირველ ლაივ კონცერტს!”