4 მაისი, 2015

მებო ნუცუბიძემ უკრაინული ,,ვოისის” რინგი მოიგო

1meboქართველმა მომღერალმა მებო ნუცუბიძემ უკრაინული “ვოისის” რინგი მოიგო. მებო სერგეი ტომაშევსკის დაუპირისპირდა და გამარჯვება ღირსეულად მოიპოვა.

სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდის წევრებმა “IMAGINE DRAGONS”-ის “Radioactive” შეასრულეს. სიმღერის დასრულების შემდეგ, მათმა მწვრთნელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და თავის გუნდში მებო ნუცუბიძე დატოვა:

“ესეც ასე! გადავედი შემდეგ ეტაპზე. ეს იყო პირველი რეალური დავალება და ძალიან საინტერესო სამუშაო.

არაფერი სჯობს ნამდვილ პროფესიონალ მუსიკოსთან სვიატოსლავ ვაკარჩუკთან მუშაობას.”