6 მაისი, 2015

მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაა

1marj6 და 7 მაისს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე საპრემიერო სპექტაკლი გათამაშდება. რეჟისორმა გურამ ვაშაკიძემ თენესი უილიამსის “მშვენიერი კვირა დღე” სცენაზე გადაიტანა.

ორმოქმედებიანი დრამის სცენური კომპოზიცია და პიესის თარგმანიც რეჟისორს უკეთვნის, სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი ლევან წულაძეა, კოსტუმების მხატვარი ნინო სურგულაძე, მუსიკალური გამფორმებელი ზურა გაგლოშვილი, რეჟისორის თანაშემწე კი ნინო ჟორჟოლიანი.

სპექტაკლში მონაწილეობენ მხოლოდ ქალი მსახიობები ნანი ჩიქვინიძე (დოთი), ნინო დუმბაძე (ბოდი), ქეთევან გეგეშიძე (ელინა) და ლილი ფილფანი (სოფი).

“მე – კაცობრიობის წარმომადგენელი ვარ, ამიტომ როდესაც ვაკრიტიკებ ადამიანებს მათი არასწორი დამოკიდებულების გამო მოყვასისადმი, ამით უპირველეს ყოვლისა, ვგმობ და ვაკრიტიკებ საკუთარ თავს; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ვემიჯნები ადამიანთა მოდგმას. სინამდვილეში სცენაზე შემიძლია ავსახო და წარმოვადგინო მხოლოდ ის ადამიანური სისუსტეები, რისი მატარებელიც მე ვარ.

ამგვარად ვნებები, სისისტიკის ამსახველი სიტუაციები და მოვლენები ჩემს პიესაში მრავლადაა; ე.ი. გამოდის, რომ თითოეული ამ ულმობელი და დაუნდობელი ვნების მფლობელი მე ვარ,” – ამბობს თენესი უილიამსი.